ეკონომიკის მინისტრის განცხადება

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანიას, „ინტერნეიშენალ ივენთს“ ხელშეკრულება არ შეწყვეტია. თუმცა ადასტურებს, რომ სამინისტრომ კომპანიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც მითითებულია, რომ უწყება განიხილავს ამ საკითხს, რადგან მათ მთელი რიგი დავალიანებები ჰქონდათ.

გიორგი ქობულიას თქმით, ამ ეტაპზე საკითხი განხილვის პროცესშია, რადგან კერძო კომპანიამ არ გაიზიარა სამინისტროს მოტივაცია და არგუმენტები მათ წერილობით გამოუგზავნა.

ქობალიამ არ გამორიცხა, თბილისის საკონცერტო დარბაზში სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დაბრუნება. მისი ხელმძღვანელი ნიკა რაჭველი ითხოვს, რომ საკონცერტო დარბაზი ორკესტრს გადაეცეს.