ეკონომიკის მინისტრი ქუთაისში

ქუთაისის ტექსტილის საწარმო „ემჯიემტექსმა“ წარმოება გააფართოვა.

ამჯერად სამკერვალო ქარხანა პროდუქციას ევროპისთვის ამზადებს. საწარმომ ხელშეკრულება „ეიჩენდემთან“  გააფორმა, კონტრაქტის ფარგლებში საწარმო კომპანიის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.

ამ დროისთვის საწარმოში 300 თანამშრომელია დასაქმებული. მათი  საშუალო ხელფასი 500 ლარია. საწარმო მოლაპარაკებებს „მანგოსთან“ და სხვა ცნობილ ბრენდებთან აწარმოებს.

დღეს საწარმოში სამუშაო პროცესი ეკონომიკის მინისტრმა იმერეთის გუბერნატორთან და ქუთაისის მერთან ერთად დაათვალიერა.