ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში

ეკონომიკის მინისტრის ხმაურიანი გამოსვლა პარლამენტში.

„ევროპული საქართველოს“ მიერ ინტერპელაციის წესით დაბარებულ ნათია თურნავას დღევანდელი შეხვედრის ინიციატორმა ოპოზიციურმა პარტიამ ბოლომდე არ მოუსმინა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამ ფაქტს წინ მწვავე დებატები უძღოდა, რა დროსაც მინისტრის ტონი ოპონენტების მისამართით გამორჩეულად მკაცრი და კრიტიკული იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას წინა ხელისუფლებაში მინისტრის მოადგილედ მუშაობის წლები შეახსენეს. ურთიერთბრალდებების ფონზე წარმართული დებატების მთავარი თემები ყოველდღიურად გაუფასურებული ლარი, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ეკონომიკური ფონი, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და ბიუჯეტი, ოპონენტების ძირითადი მოთხოვნა კი საგადასახადო პოლიტიკის შერბილება იყო. შემაჯამებელი სიტყვის დროს ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი დარბაზში აღარ იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი