ეკონომიკის მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო რუსეთის მიერ დაწესებული ე.წ. ავიასანქციები და მათი გავლენა ეკონომიკაზე.

საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ სხვა თემებსაც, მათ შორის, ლარის გაუფასურებას.

შეხვედრაში ბიზნესომბუდსმენი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ.