ეკონომიკის მინისტრი ახალციხელ ფერმერებს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ახალციხისა და სამცხე–ჯავახეთის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ.

მთავრობის წევრები ფერმერების პრობლემებით დაინტერესდნენ. როგორც მესაქონლეობის კოოპერატივების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე განაცხადეს, მთავარი პრობლემა საძოვრებია, რადგან მათი დასაკუთრება კერძო პირების მხრიდან უკანონოდ ხდება და ისინი პირუტყვს საძოვრებზე ვერ უშვებენ.

შეხვედრაზე იმ განხორცილებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებაც ისაუბრეს, რომელიც სამცხე–ჯავახეთში ხორციელდება.