ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ირაკლი გაბრიაძე უხელმძღვანელებს

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელად ირაკლი გაბრიაძე დაინიშნა. ახალი უწყება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნა. ირაკლი გაბრიაძე, აქამდე,  სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზაციის მიმართ მოლოდინები განსაკუთრებით მაღალია, რადგან ახალი სტრუქტურით იზრდება, როგორც უწყების მასშტაბი, ისე პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. კორპორაცია კონცენტრირებული იქნება ფინანსური ინსტრუმენტების, პროგრამებისა და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე. ხოლო ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარდგენის მიზნით, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა ინვესტიციების სააგენტო.