„ეკომეგობრული აჭარა 2026“
„ეკომეგობრული აჭარა 2026“ – ცნობიერების ამაღლების რეგიონული კამპანიის ფარგლებში, ბათუმში, საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციამ „ვეისთ-ლესი“ შეხვედრა გამართა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიების ხელმძღვანელობასთან. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. მიზანია მერიებთან თანამშრომლობით, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების სწორ მართვასა და გარემოს დაცვაზე. ასევე სასკოლო კონკურსის მიმდინარეობისას მუნიციპალური მხარდაჭერაა. რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში შერჩეულ სკოლის მოსწავლეებთან საგანმანათლებლო შეხვედრები ჩატარდება. ისინი აწარმოებენ სოციალურ კამპანიას. „ეკომეგობრული აჭარის“ გამარჯვებულები ის სკოლები გახდებიან, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტრო ნარჩენს შეაგროვებს.