„ეკოლიდერთა სკოლა“ 2025 

პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2025 წლის სასწავლო კურსი დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს კურსის დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

„ეკოლიდერთა სკოლა“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდა თაობისთვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება.

სასწავლო კურსი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეებს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. თეორიული სწავლების შემდეგ, მოსწავლეები, პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, დიღმის ტყის პარკს, საწარმო შპს „სუფთა სამყაროს“ და ალგეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ.