ეკოფესტივალი „მწვანე სივრცე“

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ეკოფესტივალი სახელწოდებით „მწვანე სივრცე“ გაიხსნა. ღონისძიებაზე  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებული სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა და მიზნად ბიომწარმოებელთა პოპულარიზაციას ისახავს. ფესტივალი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.