ეკატერინე ტიკარაძე ნიუ-იორკში შეხვედრებს მართავს

ნიუ-იორკის საგანგებო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ოფისის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. ოფისი არსებული ყველა საგანგებო შემთხვევის პრევენციასა და შემდგომ ანალიტიკაზე მუშაობს. ხდება საშიშროებების მასშტაბების გათვლა, დაგეგმარება, რისკების მენეჯმენტი.

ოფისს მუდმივი კოორდინაცია აქვს ნიუ-იორკში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან, რათა საგანგებო სიტუაციების შექმნის შემთხვევაში სისტემამ ეფექტურად შეძლოს მუშაობა.

ამერიკელმა კოლეგებმა ქართული დელეგაციის წევრებს მუშაობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.