ეკატერინე დგებუაძის ბრიფინგი

როგორ გაგრძელდება სწავლება 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრში  – ფორმატსა და მიმდინარე სიახლეებზე განათლების მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. ეკატერინე დგებუაძემ, პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყანაში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით ისარგებლებენ.