ekalata.gov.ge პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა
საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს – ekalata.gov.ge პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა. არასასურსათო პროდუქტების კატეგორია მოიცავს პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების 10 პროდუქტს, მათ შორის: კბილის პასტას, ხელის თხევად და მყარ საპონს, შამპუნს, ჭურჭლის სარეცხ სითხეს, სუფრის ხელსახოცს და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებს. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შევიდეს ვებ-გვერდზე და მოიძიოს მისი სასურველი პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად, რომელ სავაჭრო ქსელში იყიდება. ამ დროისთვის ekalata.gov.ge-ზე 13 უმსხვილესი სავაჭრო ქსელის 477 საუკეთესო შეთავაზებაა წარმოდგენილი.