ეკა ბესელიას ნდობის ჯგუფის დატოვება მოუწევს

ეკა ბესელია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში შექმნილი ნდობის ჯგუფში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის წარდგენილი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ  მან მმართველი გუნდი დატოვა, უმრავლესობა საკუთარ კვოტას გაიწვევს.

როგორც პირველ არხს თადვაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ნდობის ჯგუფის სხდომა ჯერ არ ჩატარებულა და საკმარისი დროა, რომ უმრავლესობამ საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.

ამ დროისთვის, ნდობის ჯგუფი ოთხი დეპუტატით არის დაკომპლექტებული, რომელთა შორის არიან: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი აბესაძე.