ეკა ბესელიას ინიციატივა

ახალ კანონპროექტზე მუშაობს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის შეცვლა უნდა უზრუნველყოს.

მან დღეს კანონპროექტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო და ანალოგიურ შეხვედრას პოლიტიკურ პარტიებთანაც გეგმავს.

ეკა ბესელიას ინიციატივას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, მთავარია ინიციატივა კანონის დახვეწას ემსახურებოდეს და არა პოლიტიკური ქულების ჩაწერას.