ეკა ბესელიას განცხადება

დღეს გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას ეკა ბესელია და შეიქმნება თუ არა საკანონმდებლო ორგანოში ახალი ფრაქცია მისი ხელმძღვანელობით. ამის შესახებ განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გააკეთებს.

ეკა ბესელია გუშინ სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიაზე გედევან ფოფხაძესთან ერთად მივიდა. ეკა ბესელია ამბობს, რომ მას ბევრი თანამოაზრე ჰყავს და სამართლიანობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

ასევე, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, „ქართული ოცნების“ რომელი დეპუტატი უჭერს მხარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

საპარლამენტო უმრავლესობაში განხეთქილება და საკადრო ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ამ სიას მოყვა, რომელიც იუსტიციის საბჭომ წარადგინა.