ეკა ბესელიას განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია პოლიტიკურ ველზე თავის დასამკვიდრებლად იბრძვის.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ეკა ბესელიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატმა აღნიშნა, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ. გია ვოლსკი ბესელიას ამ განცხადებას სისულელეს უწოდებს.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრებით გარკვეული პირების შანტაჟი ახლაც ხდება. ამასთან ეკა ბესელია დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროება არ სურს. მისი თქმით, საუბარია რამდენიმე შემთხვევაზე.