ეკა ბესელიას განცხადება

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე, ეკა ბესელია გამოძიებისგან პასუხებს ელოდება.

დეპუტატის ცნობით, როდესაც ის საქმის მასალებს გაეცნო, ნახა რომ მასალებში არის რამდენიმე პირი, რომელიც აღიარებს, თუმცა პასუხისგებაში არ არის მიცემული. საქმის სხვა დეტალებთან დაკავშირებით, ეკა ბესელია 20 ივნისს, პარტიის დაფუძნების შემდეგ ისაუბრებს.

მის განცხადებებს შეფასებები მოჰყვა უმრავლესობაში, სადაც აღნიშნავენ, რომ გამოძიება სამართალდამცავი უწყების კომპეტენციაა და აუცილებელია თანამშრომლობა.