პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერს, ეკა ბესელიას ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ბესელიას ამის შესახებ ინფორმაცია დღეს თბილისის პროკურატურაში მიაწოდეს. როგორც ბესელია აღნიშნავს, სატელეფონო საუბრების დიდი ნაწილი ეხება იმ პერიოდს, როდესაც ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა და ეს გაცილებით უფრო სახიფათოა, იმიტომ, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მოსმენა კიდევ უფრო ამძიმებს იმ დანაშაულს, რომელიც ამ მუხლით არის გათვალისწინებული.
ბესელიას განცხადებით, დანაშაულის კვალი მიდის სახელმწიფო სტრუქტურებამდე და მისთვის ძნელად წარმოსადგენია, გამოძიების ფარგლებში პასუხისმგებელი პირები გამოიკვეთონ.