ეკა ბესელიას ბრიფინგი

პარტია „სამართლიანობისთვის“ პანდემიის შედეგად გადადებულ სასწავლო პროცესზე საუბრობს.

ეკა ბესელიამ და ზაზა წერეთელმა აღნიშნული მიმართულებით რისკების პრევენცია და მსოფლიო გამოცდილება განიხილეს. მათი განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს როტაციული სისტემა, რომელიც  საშუალებას აძლევს მოსწავლეების უფრო მცირე ჯგუფს დაუბრუნდნენ სკოლას. ასევე ზოგიერთი ქვეყანა იყენებს ე.წ. შუქნიშნის სისტემას, რომელიც განაპირობებს სხვადასხვა რეაგირებას, რისკის დონის მიხედვით.