ეკა ბესელიამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართა

ეკა ბესელიამ მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინააღმდეგ დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართა. მისი განცხადებით, სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები უხეშად არღვევს მოსამართლის ეთიკურ ნორმებს.

ეკა ბესელია ითხოვს, რომ ამ მოსამართლეების მიმართ დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება მიუკერძოებელი და ობიექტური პროცედურებით და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.