ეკა ბესელია პროკურატურაში დაიბარეს

დეპუტატი ეკა ბესელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება ეკა ბესელიას განცხადებებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლასა და შანტაჟზე.

დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება. ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს.

პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ „საგამოძიებო უწყება მოკლებულია შესაძლებლობას, ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, აღკვეთოს დანაშაული, თუ მას ადგილი აქვს და დაიწყოს ბრალდებულ პირთა სისხლის სამართლებრივი დევნა“.