ეგრისობა
სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, ეგრისობის სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს. მიმდინარეობს ქართული ყველის და ყველის ნაწარმის პროდუქტების გამოფენა-დეგუსტაცია, თეატრალიზებული მსვლელობა. წარმოდგენილია ეთნოგრაფიული კუთხეები, ახალგაზრდული, საბავშვო, საგანმანათლებლო სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული ფესტივალი; ღონისძიება საპატიო სენაკელების დაჯილდოებით და გალა-კონცერტით დასრულდება