„ეგრისის დიდი ომი“ – პირველი არხის ახალი ფილმის პრემიერა
მეექვსე საუკუნის საქართველო და გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფი ქართული სამეფოები გლობალური დაპირისპირების ეპიცენტრში – პირველი არხის შენობაში ახალი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.
„ეგრისის დიდი ომი“ – ასე ჰქვია ფილმს, რომლის ავტორი ვასილ მაღლაფერიძეა. სცენარი რომაელი ისტორიკოსების ნაშრომებს ეფუძნება. მოვლენები კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა გაცოცხლებული. მაყურებელი იმოგზაურებს დროში, როცა რომი და ირანი ერთმანეთს აბრეშუმის გზაზე კონტროლისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს. იმპერიებს შორის მოქცეული ეგრისის სამეფო კი, რომელსაც მეფე გუბაზი მართავდა, ურთულესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა – მეფეს არაერთი რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდა.
მარიკა შალიკაშვილი გვეტყვის, როგორ ჩაიარა პრემიერამ და როდის იხილავს მხატვრულ-დოკუმენტურ ნამუშევარს მაყურებელი.