ეგეოსის ზღვაში გემის ჩაძირვას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ეგეოსის ზღვაში გემის ჩაძირვას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხომალდი, რომელზეც ლტოლვილები იმყოფებოდნენ, ბერძნულ კუნძულ აგატონისთან ჩაიძირა. გადარჩენა მხოლოდ სამმა მგზავრმა შეძლო. დაღუპულებს შორის ექვსი მცირეწლოვანი ბავშვია.

მომხდართან დაკავშირებით, საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ათენმა ადამიანებით მოვაჭრეებთან ბრძოლა უნდა გააძლიეროს.

2017 წლის მეორე ნახევარში ეგეოსის ზღვის გავლით საბერძნეთში 20 000 მიგრანტი ჩავიდა.