ედმონდ კალანდაძის ნამუშევრების გამოფენა

გალერეა „ვანდა“ ედმონდ კალანდაძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ოჯახში დაცული კოლექცია. ედმონდ კალანდაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა შთამბეჭდავია თავისი მრავალფეროვნებით, მას შექმნილი აქვს ათასობით ჩანახატი, პეიზაჟი პორტრეტი და ნატურმორტი. ღონისძიების ფარგლებში, ხელოვანის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართა.