ედმონდ კალანდაძის ნამუშევრების გამოფენა 

22:04, 01.05.2026

ფერებისადმი განსაკუთრებული ხედვა, ინდივიდუალიზმი და გამორჩეული ხელწერა – ცნობილი ქართველი მხატვრის უნიკალურ შემოქმედებას დამთვალიერებელი კიდევ ერთი ექსპოზიციით გაეცნობა. ედმუნდ კალანდაძის ფერწერული და გრაფიკული ტილოები ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში იქნება გამოფენილი.

მძაფრი ექსპრესიითა და ფერადოვანი ხედვით გამორჩეული ნამუშევრები მხატვრის შემოქმედების ყველა მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს. ედმონდ კალანდაძის  ნამუშევრების გამოფენა 4 მაისს გაიხსნება.

მსგავსი