EchoWaves-ის რამდენიმე მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

12:07, 27.08.2018

ზუგდიდის საავადმყოფოში ანაკლიის მუსიკალური ფესტივალიდან გადაყვანილი პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ინტოქსიკაციის ნიშნებით ახალგაზრდები ღამით შეიყვანეს ჰოსპიტალში. მედიკოსების ცნობით 26 აგვისტოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სულ რვა ადამიანი გადაიყვანა საავადმყოფოში. ექიმის განცხადებით, ოთხ პაციენტს აღენიშნებოდა ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, სამს კვებითი, ხოლო ერთს ზედაპირული დაზიანებები.

მსგავსი