ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიება
თბილისში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული დღეების ფარგლებში, „ისრაელის სახლის“ ინიციატივით ჩატარდა. მთავარი თემაა „სიყვარული“. ხოლო ღონისძიების სლოგანი – „გვიყვარს მომავალი და გვახსოვს წარსული“. შეხვედრას ისრაელიდან ჩამოსული 20-კაციანი დელეგაცია, ისრაელის სახლის ხელმძღვანელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, სტუდენტები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.