easyJet-ის აღიარება
easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატების გამო, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება ბრიტანული ავიაკომპანიის ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე გააკეთეს, რომელთა შორისაა საქართველოს დედაქალაქი – თბილისი. პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა.