ე.წ. უფასო წამლების პროექტი, შესაძლოა, მაისიდან გაფართოვდეს

პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მედიკამენტების შეძენას მინიმალურ ფასად შეძლებენ. პროგრამა, სავარაუდოდ, ორ თვეში ამოქმედდება და ოთხი ქრონიკული დაავადების სამკურნალო 23-მდე საშუალებებზე გავრცელდება.

ე.წ. უფასო მედიკამენტების პროგრამით ამ ეტაპზე მხოლოდ 100 ათასამდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სარგებლობენ. მაქსიმალური თანხა, რასაც ისინი წამლებში იხდიან, ერთი ლარია.

რა პირობები იმოქმედებს პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ნახეთ მანანა გიგინეიშვილის სიუჟეტი.