ე.წ. ტერორიზმის საქმის წინასასამართლო სხდომა დასრულდა

დილის 11 საათიდან განახლდა საქალაქო სასამართლოში ე.წ. ტერორიზმის საქმის წინასასამართლო სხდომა. პროცესზე მტკიცებულებების დაშვება-დაუშვებლობაზე იმსჯელეს.

ბრალდებულების ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. საქმეზე სულ რვა პირია ბრალდებული, აქედან ორის საქმე ცალკე ეპიზოდად არის გამოყოფილი.