ე.წ. შეთანხმებას რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის თბილისში ეხმაურებიან

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედრო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალებში შესვლის შესახებ ე.წ. შეთანხმებას ხელი მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, არაღიარებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები სამხედრო სამსახურს რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში გაივლიან. ამასთან, ის პირები, ვინც სამხედრო სამსახურს ერთ-ერთი მხარის შეიარაღებულ ძალებში გაივლიან, მეორე მხარის არმიაში სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებიან.

აღნიშნული ე.წ. დოკუმენტის ძალაში შესვლას გამოეხმაურნენ თბილისში.