ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავების სტატისტიკა სუს-ის ანგარიშში

ოკუპირებულ აფხაზეთში 16, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალში 19 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს, – ასეთია 2018 წლის პირველი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდის სტატისტიკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით.

უწყების ცნობითვე, გასულ 2017 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავების 52 ფაქტი დაფიქსირდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი – 126.