ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად უკვე წარდგენილი აქვთ და სასამართლოს 24 საათი აქვს მათთვის აღკვეთის ღონისძიებას შეფარდებაზე მსჯელობისთვის. ე.წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად „გლეხოვიჩს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგან ის საზღვარგარეთ ცხოვრობს. დაკავებულია მისი შვილი. გამოძიების ინფორმაციით, მან სწორედ შვილს დაავალა ე.წ. ქურდული გარჩევის გზით, ორ ბიზნესპარტნიორს შორის ფინანსური დავა მოეგვარებინა, რა დროსაც ერთ-ერთს მეორისათვის 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ერთ-ერთი დაკავებულის, მევლუდ მახარობლიძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატი „გლეხოვიჩის“ და მახარობლიძის ნათესაურ კავშირს არ ადასტურებს.
მოამბე