ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კიდევ ოთხი პირი დააკავეს
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კიდევ ოთხი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებასა და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 მილიონ ფრანკს. ხოლო შემდგომში, ამ თანხისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით. გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 6 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. გამოძიება ტრანსნაციონალური თაღლითური სქემის გამოვლენის წინააღმდეგ გრძელდება.