ე.წ. ნავთლუღის ბაზართან ხანძარი ლიკვიდირებულია

12:28, 26.04.2019

თბილისი, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, სავაჭრო ჯიხურში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა 50მ2-მდე ფართობი.

ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი