ე.წ. მუყაოს ქალაქში სამედიცინო აქცია მიმდინარეობს

ბათუმთან ე.წ. მუყაოს ქალაქში სამედიცინო აქცია მიმდინარეობს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ეგიდით და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით მოსახლეობას ადგილზე უტარდება გამოკვლევები და კვალიფიციური სპეციალისტები უწევენ კონსულტაციებს.

მეორე დღეა ფუნქციონირებს წითელი ჯვრის სამედიცინო მობილური კაბინეტი და უკვე სამასზე მეტ ადამიანს გაეწია დახმარება.

დასახლებაში ფუნქციონირებს საინფორმაციო ცენტრი, სადაც ხორციელდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება და შესწავლა. ასევე, ჩატარდა წითელა-წითურას ვაქცინაცია.