ე.წ. მოსმენების შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა განახლდა. პლენუმი უცხოელი ექსპერტის მოსაზრებებს და მსოფლიო პრატქტიკას ისმენს. ექსპერტი ტექნიკურ დეტალებზე საუბრობს, არის თუ არა მსგავსი ტიპის მოწყობილობებში შავი ხვრელები. ექსპერტი მოიწვია მოსარჩელე მხარემ. მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს მოსმენების შესახებ ახალ კანონს, რომელიც პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წელს მანამდე მოქმედი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ახალი კანონით არაფერი შეცვლილა.

პლენუმმა უკვე მოუსმინა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

სარჩელის ავტორი 326 მოქალაქე  და სახალხო დამცველია.