ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესი დღეიდან იწყება 

12:17, 14.09.2026

დღეიდან ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო. დილის 11:00 საათიდან მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ კონკრეტული პროგრამები და სასწავლებლები. მონაწილეობა 18 სექტემბრის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

საუბარია იმ აბიტურიენტებზე, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, თუმცა, ეს ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი და მათ მიერ არჩეულ სასწავლებელში ვერ მოხვდნენ. ესაა ერთჯერადი გამონაკლისი, რომელიც პრემიერის ინიციატივით, მხოლოდ წელს არის დაშვებული.

მსგავსი