ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროცესი იწყება

ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროცესი იწყება. თბილისის მერიის გეგმის მიხედვით, ვარკეთილში მდებარე სამი ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ნაცვლად თანამედროვე კორპუსები აშენდება. პირველ ეტაპზე 170 ოჯახი დაკმაყოფილდება. პროექტი, რომელშიც კერძო სექტორი ერთვება, მომავალში თბილისის სხვა ნაწილებსაც მოიცავს.