ე.წ. კანონიერ ქურდობაზე სასჯელი მკაცრდება

18:02, 29.01.2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითხოვს.

კრიმინალთან ბრძოლის მიზნით, სამინისტროს სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივა აქვს შემუშავებული რაც ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან ერთად, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირებისთვის შესაბამისი სანქციების დაწესებასაც გულისხმობს.

პროექტის ინიცირება, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.

სფეროს დარეგულირების აუცილებლობაზე დღე სამინისტრის მოადგილემ ისაუბრა.

ლიკა ალელიშვილი გვერთვება თემის დეტალებით.

მსგავსი