ე.წ. გირგვლიანის შესწორებები - საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა
კიდევ ართი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ დღეს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ისაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობა იწყებს მუშაობას პროექტზე, რომელსაც ე.წ. გირგვლიანის შესწორებები ჰქვია. ამ შემთხვევაშიც საქმე კონკრეტულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხება, რომელიც როგორც მდინარაძე აცხადებს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, მართლმსაჯულების შეუვალობას.