ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე პროკურატურას და საპატრიარქოს სამი კითხვით მიმართავს

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე პროკურატურას და საპატრიარქოს სამი კითხვით მიმართავს. მამალაძე ინტერესდება, რატომ დატოვა ქვეყანა პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა, რატომ მუშაობდა ტარას შავშიშვილი საპატრიარქოს დაცვაში და რატომ არ არის დღემდე გამოკვლეული მამა გიორგი მამალაძის საქმიანობა დონეცკის ოლქში, სადაც ირაკლი მამალაძის მტკიცებით, დეკანოზი სექსუალურ დანაშაულში იყო შემჩნეული. ასევე, მას აინტერესებს, რატომ მუშაობდა დეკანოზი გიორგი მამალაძე ორ საკვანძო თანამდებობაზე, საპატრიარქოს ქონების მართვის სააგენტოში, ასევე, საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული კლინიკის ხელმძღვანელად.