ე.წ. არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ აფხაზეთში

15:20, 01.03.2025

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ე.წ. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იყრის კენჭს – ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ე.წ. ოპოზიციის კანდიდატი ადგურ არძინბა. ოკუპირებულ აფხაზეთში 152 ე.წ. საარჩევნო უბანი მოქმედებს. ორი ე.წ. საარჩევნო უბანია გახსნილი რუსეთში – მოსკოვსა და ჩერკესკში. რეგისტრირებულია 134 ათასზე მეტი ე.წ. ამომრჩეველი. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15 თებერვალს გამართული ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ბადრა გუნბამ ხმების 46.38% მიიღო, ადგურ არძინბამ კი – 36.92%. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების გმობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე.

მსგავსი