ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა – ახლა ე.წ. ხმების დათვლა მიმდინარეობს. ე.წ. პრეზიდენტობისთვის სულ ხუთი ე.წ. კანდიდატი იბრძოდა. სანამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საარჩევნო უბნებზე, ე.წ. ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული განცხადებები გავრცელდა.
სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებამ ე.წ. არჩევნები დაგმო და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს კი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა.
„საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების მორიგი დარღვევა“ – ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.
დესი ვარდოსანიძის რეპორტაჟი.