ძველით ახალი წელი სვანეთში

დღეს ზეიმობენ ახალ წელს სვანეთში.

ამ ულამაზეს კუთხეში ძველით ახალ წელს კანდას უწოდებენ. განსაკუთრებული ტრადიციებით, მათ შორის გამორჩეული სტუმართმოყვარეობით ცნობილ სვანეთში, საახალწლო სუფრას მხოლოდ მას შემდეგ უსხდებიან, როდესაც ოჯახში პირველი სტუმარი, მეკვლე მოვა. მას ოჯახში მოწნულ ხონჩაზე ხორბალი, რაც სიმრავლის და ბარაქის სიმბოლოა, ტკბილეული, ხილი და ფული, ანუ სვანურად თეთრი უნდა დაახვედრონ. ცხადია ყველა სვანური ოჯახის საახალწლო სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი მთის ადგილობრივი სუნელებით მომზადებულ კუბდარს უკავია.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი ჩხეტიანების ტრადიციულ სვანურ ოჯახს ჭუბერში ესტუმრა.