ძველით ახალი წელი იმერეთში

იმერეთში, ძველით ახალი წლის ტრადიციას განსაკუთრებულ პატივს ცემენ.

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონში მიაჩნიათ, რომ ახალი წელი შობის დღესასწაულის შემდეგ დგება.

ძველით ახალი წლის შეხვედრის, მეკვლის, სუფრის და განსაკუთრებული გამასპინძლების ტრადიციის შესახებ ირმა ჭოლაძე წყალტუბოდან, ჯანელიძეების მარნიდან მოგვიყვება, სადაც ოჯახს ახალი წელი ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის ანსამბლმა „ნადურმა“ მოულოცა.