„ძველი თბილისური ბოჰემა“

იოსებ გრიშაშვილის პოეზია, ძველი თბილისური მუსიკა და ფრაგმენტი ფილმებიდან – ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება „ძველი თბილისური ბოჰემა“ გაიმართა. გრიშაშვილის სკვერი ერთი დღით ძველ თბილისურ სტილში გაფორმდა, გადმოიკიდა ხალიჩები, განთავსდა ბანერები ძველი თბილისისა და თბილისელების ფოტოებით. ღონისძიების ძირითადი ნაწილის დაწყებამდე, სტუმრების წინაშე მეარღნე და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული მსახიობები წარდგნენ.