რუსთავის მერია ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებისა და სრული მოდერნიზების პროექტს ახორციელებს. დაგეგმილი 82-დან, 60 ლიფტი უკვე მოდერნიზებულია. გასულ წელს სამუშაოებისთვის ჯამში 2 მილიონ 330 ათასი ლარი დაიხარჯა, პროექტისთვის თანხა გამოყოფილია მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც. პარალელურად, რუსთავში ლიფტით სარგებლობა უფასო გახდა, მათ მოვლაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივი ხელისუფლება იღებს.