ძველი კინოქრონიკის გაციფრულებული კადრები

უნიკალური დოკუმენტური მასალა, რომელიც ქართული ავიაციის ისტორიას ინახავს. სტუდია „მემატიანე“ მის საცავებში დაცული ფირების შესწავლას იწყებს. აღლუმები, სამხედრო ღონისძიებები, სახალხო გვარდიის შექმნა, პირველი ქართველი მფრინავების კადრები – ყველაზე ძველი ჩანაწერი 1902 წლით თარიღდება.

კადრებში ჩანან პირველი ქართველი მფრინავი ქალებიც, რომლებიც პილოტის  პროფესიის წარმატებით დაუფლებას ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ახერხებდნენ. ისტორიული მასალის გაციფრულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ფირებზე ასახული ადამიანებისა და ადგილების ამოცნობა, ამიტომ ყველას, ვინც წარსულით დაინტერესებულია, შეუძლია კადრების იდენტიფიცირების პროცესში მონაწილეობა მიიღოს.